დაგვიკავშირდით
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა
info@honey5500.ge
უკან

უგემრიელესი თაფლის ნამცხვარი 15 წუთში!

ინგრედიენტები:

ფქვილი – 400 გ

კარაქი – 150 გ

სოდა ძმრით – 1 ჩ.კ.

შაქარი – 150 გ

თაფლი – 4 ს.კ.

კვერცხი – 2 ც.

მომზადება:

გასრისეთ ფქვილი კარაქთან ერთად. დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოზილეთ რბილი ცომი, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და დატოვეთ 1 საათით (არა მაცივარში). 

ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსამდე.                                

ცომს მოაცალეთ კაკლის ზომის ნაჭრები, გააკეთეთ ბურთულები და დააწყეთ ცხიმწასმულ ფორმაზე. ხელისგულებით დააწექით ზემოდან ბურთულებს, რომ ცოტთი დაბრტყელდეს. გამოაცხეთ 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: http://www.gurmania.ge/