დაგვიკავშირდით
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა
info@honey5500.ge
უკან

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალოდაც არ გამოიყენება თაფლი. გთავაზობთ რჩევებს, სხვადასხვა დაავადების დროს, როგორ უნდა იმკურნალოთ თაფლით.

უძველეს დროის ჩინელები, ინდოელები, რომაელები თუ ბერძნები თაფლს იყენებდნენ, როგორც დამამშვიდებელ და საძილე საუკეთესო საშუალებას. შემდგომ პერიოდში კი, როცა შეისწავლეს თაფლის რთული ქიმიური შემადგენლობა, მან ფართო, მეცნიერულად დასაბუთებული გამოყენება ჰპოვა ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა მკურნალობაში.

ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში თაფლის აქტიური მონაწილეობით უმჯობესდება მხედველობა, ძილი, ქვეითდება ავადმყოფის აღგზნებადობა, მას ემატება სიმხნევე და შრომისუნარიანობა. მედიცინაში აღწერილია მრავალი ფარმაკოლოგიური, ფიტოთერაპიული და ბალნეოლოგიური მეთოდით ნევროზის მკურნალობის კარგი შედეგები, მაგრამ ყველაზე სრულფასოვანი და საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ გამოცდილი საშუალება თაფლით მკურნალობაა.

თაფლით მკურნალობის ყველაზე კარგი შედეგი მიიღება ნევრასთენიის დროს. მისი სიმპტომებია უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კიდურების კანკალი, გაძლიერებული ოფლიანობა, უხასიათობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, შიში დაავადების მიმართ.

ნევრასთენიის დროს გირჩევთ, მიიღოთ მინდვრის ყვავილების თაფლი, ორი თვის მანძილზე, დილით და საღამოს 30-30 გრამი და სადილის შემდეგ 40 გრამი. საღამოს თაფლი უნდა გახსნათ ერთ ჭიქა ცივ წყალში _ თუ კუჭის წვენის მჟავიანობა დაქვეითებულია. თუ მჟავიანობა მაღალია, მაშინ თბილ წყალში უნდა გავხსნათ. ეს მიიღეთ ძილის წინ ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის პირველ ნახევარშივე ავადმყოფს მშვიდი ძილი ეუფლება, ემატება სიმხნევე და შრომისუნარიანობა. თაფლი იწვევს ოპტიმიზმის გრძნობას, ადამიანს სწრაფად უბრუნდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, შრომის წყურვილი.

გულის ნერვოზის დროს ბალახოვანი ყვავილების თაფლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს

გულის კუნთის მოქმედებაზე, ქრება ტკივილები გულის არეში. ტაქიკარდიისა და კუჭის ნერვოზის დროს, როცა დაქვეითებულია მისი სეკრეტორული ფუნქცია და მჟავიანობა, თაფლს ღებულობენ აუცილებლად ჭამის წინ, ხოლო მომატებული სეკრეტორული ფუნქციისა და მჟავიანობის დროს, ჭამამდე ერთი საათით ადრე დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას, რომელშიც თაფლი იხსნება. ცივ წყალში გახსნილი თაფლი მაღლა სწევს კუჭის სეკრეციას, თბილში კი პირიქით, დაბლა.

ნერვული კოლიტის დროს თაფლის მიღება რეკომენდებულია 2-3 საათით ადრე, ჭამამდე ან 3-4 საათით გვიან, ჭამის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ნევროზის დროს მიზანშეწონილია მივიღოთ წაბლის, პიტნის, თავშავას თაფლი.

თაფლით მკურნალობა ძალიან კარგ ეფექტს იძლევა აგრეთვე ისტერიის დროს. თაფლი რეგულარულად ეძლევა ზემოთ აღნიშნული დოზით ავადმყოფს. უუმჯობესდება საერთო მდგომარეობა.

ისეთი დაავადებების დროსაც კი, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ეტიმოლოგიის ალერგია, გარკვეული დოზით, ერთი თვის მანძილზე მაინც, თაფლის მიღება საუკეთესო შედეგს იძლევა.

 გალინა წიტაიშვილი

წყარო: http://www.gurianews.com/