დიეტოლოგ მაიკ მაკკინესის მიერ გამოგონილი თაფლის დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ღამით, ძილის წინ 1 სუფრის კოვზი თაფლი მივიღოთ და მას ერთი ჭიქა თბილი წყალი დავაყოლოთ. დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ამის წყალობით ჩვენს ორგანიზმში განსაკუთრებული მეტაბოლური პროცესები იწყება, რომლებიც ცხიმების წვაში გვეხმარება და მეტიც – ტკბილისკენ ლტოლვას თრგუნავს. ძილის წინ თაფლის მიღების გარდა, დღის განმავლობაში შაქრის თაფლით ჩანაცვლებაა რეკომენდირებული.
“ჯანმრთელი პროდუქტები, რომლებიც შაქარს მცირე რაოდენობით შეიცავენ, მაინც უხვად არიან გაჯერებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონე მაქსიმალურია. თავის მხრივ, ორგანიზმი ცდილობს, გათავისუფლდეს გლუკოზის გადატვირთვისგან და ამიტომაც სისხლში ჰორმონ ინსულინს უშვებს, რომელიც სისხლში შაქარს ფილტრავს და მას ცხიმად აქცევს,” განმარტავს დიეტოლოგი მაიკ მაკკინესი. სწორედ ამ საკითხის კვლევის დროს გააკეთა დიეტოლოგმა საინტერესო აღმოჩენა: ტვინის ყოველი უჯრედის ირგვლივ არსებობენ სპეციალური გლიკალური უჯრედები, რომლებიც სისხლში შაქრის მოცულობას არეგულირებენ და ტვინს იმ რაოდენობის შაქარს უგზავნიან, რაც გლოკოზისთვისაა აუცილებელი. მარტივად რომ ვთქვათ, რა ხდება ამ დროს: თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით შოკოლადს და საკონდიტრო ნაწარმს მივირთმევთ, მაშინ ასეთი უჯრედების მუშაობა ჩერდება, ამის გამო, ორგანიზმი კიდევ უფრო მეტი ტკბილეულის მოთხოვნას იწყებს – ექიმი მაკკინესი ამ მდგომარეობას “მშიერი ტვინის” კონდიციას უწოდებს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს ტვინი შაქრის მიღებას ნებისმიერი გზით შეეცდება, ამიტომაც ხდება ტკბილისგან თავის შეკავება შეუძლებებლი – ჭამ და კიდედ უფრო მეტი შოკოლადი ან კრემიანი ნამცხვარი გინდა და ვერ ჩერდები.
და აი, თაფლამდეც მოვედით. მოკლედ, ექიმ მაკკინეს მიაჩნია, რომ ტაფლს ამ “ჩაკეტილი წრის” გარღვევა შეუძლია. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თაფლი თეთრ შაქართან შედარებით განსხვავებულად იქცევა. ამიტომაც, ექიმი გვირჩევს შემდეგს: შაქარი სრულად შევცვალოთ თაფლით, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ულუფა ხილი მივირთვათ, შეუზღუდავად მივიღოთ ბოსტნეული, ძილის წინ კი არ დაგვავიწყდეს თაფლის და თბილის წყლის მიღება. დიეტოლოგის თქმით, კვირის განმავლობაში დაახლოებით 1.5 კილოგრამის დაკლება უნდა შევძლოთ და თან ტკბილისადმი ლტოლვისგანაც გავთავისუფლდებით.
მოკლედ, ვისაც თაფლი გიყვართ და წინასაახალწლოდ ზედმეტი კილოგრამების ჩამოყრაზეც არ იტყოდით უარს, შეგიძლიათ სცადოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა