დაგვიკავშირდით
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა
info@honey5500.ge
უკან

ჩვენ შესახებ

ვიდეოს ჩართვა

თაფლი 5500

ქართული თაფლის 5500 წლიანი ისტორია

საქართველოში გაკეთებული აღმოჩენის შედეგად დასტურდება, რომ ქართული თაფლი 5500 წლისაა , რაც ტუტანჰამონის სამარხში ნაპოვნ ეგვიპტურ თაფლზე ორი ათასი წლით ძველია. აღმოჩენა ადასტურებს, რომ ქართულ თაფლს 5500 წლიანი ისტორია გააჩნია და საქართველო წარმოადგენს უძველეს ევროპელთა თაფლის სამშობლოს.

დამზადებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე

მიღებულია

ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით

საწარმოს შესახებ

“თაფლი 5500”-ის საწარმო სოფელ მარელისში მდებარეობს, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიას ეკუთვნის. ეს ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით.მწვანე მთებით გარშემორტყმული ადგილი სუფთა ჰაერითა და წყლით არის აღსანიშნავი.არაჩვეულებრივი კლიმატი,კარგად შენარჩუნებული და მრავალფეროვანი გარემო,ყვავილების მრაფალფეროვნება და სხვადასხვა მცენარეთა შემადგენლობა,დაბინძურების დაბალი რისკის მქონე ტერიტორია, მეფუტკრეობის ხანგრძლივი ტრადიცია,ეს ყველაფერი ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს.ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში აქ შეიქმნა პროგრესული მეურნეობის სკოლა -საფუტკრე. აქ პრაქტიკული საქმიანობის გასაცნობად მოდიოდნენა არა მარტო ახლო,არამედ შორეული რეგიონებიდანაც და ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციული ქართული, ძირძველი თაფლის წარმოებას ამ ულამაზეს კუთხეში.