დაგვიკავშირდით
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა
info@honey5500.ge
უკან

როგორ გამოვიყენოთ თაფლის სასარგებლო თვისებები

თაფლის არსებობა მხოლოდ გოზინაყის გამოც კი გამართლებული იქნებოდა, თუმცა  მას აქვს მრავალი სასარგებლო თვისება და გამოყენება, რომლის ეფექტურობაც დადასტურებულია.

  • ლიმონი და თაფლის ნარევი – ერთ-ერთი იდეალური მიქსტურაა. ის ეფექტურია ყელის ტკივილისთვის,  გაციებისთვის, გრიპისთვის ხსნის გაციების და გრიპის სიმპტომებს , ასევე აქვს ცხელების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • დარიჩინი თაფლით – აქვს ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ.
  • ჯინჯერი და თაფლი – ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ანთებით პროცესებს აცხრობს.

თაფლი ვაშლის ძმარან ერთად – ამცირებს გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შველის „იჟოგას“.

თაფლი იოგურტთან ერთად – კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ასევე მისი ნიღაბი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ამცირებს აკნეს აღადგენს  ნორმალურ კანს.

თაფლი ვაშლის ძმართან – ქოლესტერინის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.

თაფლი ტურმერიკთან ერთად – გამოიყენება ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლისთვის.

თაფლი ფორთოხლის წვენთან ერთად- ამცირებს შფოთვას.ანანასი და თაფლი.

ანანასის დაღეჭვა შემდეგ თაფლის დაყოლება ამცირებს სიგარეტის „ლომკას“ და მას იყენებენ სიგარეტისთვის თავის დანებების დროს.

თაფლი და დარიჩინი – ამცირებს ეგზემის გამონაყარს კანზე.სოდა, თაფლი, დარიჩინი, ლიმნის წვენი – პირის ღრუში მისი გამოვლება ამცირებს უსიამოვნო სუნს.