დაგვიკავშირდით
ტელ: 557 729 794
ელ-ფოსტა
info@honey5500.ge
უკან

რა მოგვივა, თუ თაფლს ყოველდღე შევჭამთ?

ფუტკარი შესანიშნავი ფარმაცევტია. ყველაფერი, რასაც ის ამზადებს: თაფლი, ცვილი, პროპოლისი, ჭეო და შხამიც კი- ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.


თაფლი 70-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ესენია: ცილები, ანტიბიოტიკები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, რომლებსაც ვერცერთი ვიტამინური კომპლექსი ვერ შეცვლის. საქმე ისაა, რომ ვიტამინების ბიოლოგიური მოქმედება დამოკიდებულია მათ სწორ შეხამებაზე მინერალურ მარილებთან, ხოლო თაფლში ეს თანაფარდობა ოპტიმალურია.


თაფლში არსებული რკინა, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის ფუნქციას ასტიმულირებს და უჯრედების აღდგენას აუმჯობესებს. კალციუმი და კალიუმი გულის მოქმედებას ნორმალურს ხდის. მაგნიუმი დამამშვიდებლად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს. მანგანუმი C ვიტამინის სინთეზს ხელს უწყობს, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებებია.

ეს უნიკალური ტკბილი წამალი ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს. ასევე ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედება აქვს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს, სკლეროზს აგაცილებთ, ძილს თვისობრივად აუმჯობესებს, განწყობას ამაღლებს. ეს ბუნებრივი ბალზამი კანზეც სასიკეთოდ მოქმედებს.


მაშასადამე, დიდი ხანია ეს პროდუქტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და შეუცვლელი, თუმცა ზედმიწევნით არ ვიცით რა მოგვივა ყოველდღე რომ მივირთვად? 

1. კანი გახდება სუფთა. თაფლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეხმარება სხეულს ჭარბი ტოქსინების მოშორებაში. ანტიბაქტერიული თვისებების გამო კი თქვენს კანს ასუფთავებს და შეუძლია გახადოს ისეთი ნათელი, როგორიც არასდროს ყოფილა.

2. წონაში კლება. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, სრულიად განსხვავდება იმ შაქრის შემადგენლობისგან, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. ამიტომ, თუ შაქარს ჩაანაცვლებთ თაფლით, ის ხელს შეუწყობს წონაში კლებას.

3. სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ, თაფლი ფრუქტოზა და გლუკოზას შემცველობით ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას, რაც ასევე დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინს.

4. გულის დაავადებებისგან გიცავთ. თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რაც განაპირობებს თავიდან აგაცილოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ თაფლი ანელებს სისხლში ქოლესტერინის დაჟანგვის პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის ინსულტის განვითარებას.

5. წმენდს ტოქსინებს. თაფლისა და თბილი წყლის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა თქვენი ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად.

6. ამაღლებს იმუნურ სისტემას. მთავარია, რომ თაფლი იყოს ნატურალური, რომელიც ბუნებრივია შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რაც თავისმხრივ ამაღლებს თქვენს იმუნურ სისტემას და გიცავთ ბაქტერიებისგან.

ყოველდღიურად რა ოდენობის თაფლი უნდა მივიღოთ?
დოზები: დღიური დოზა მოზრდილებისთვის 100 გრამამდეა. ბავშვებისთვის 30-50 გრამი, იმ პირობით, რომ სხვა ტკბილეულზე უარს იტყვით. ფორმულა მარტივია: 0, 5-1 გრამი 1 კგ წონაზე.


უკუჩვენება: თაფლი არ შეიძლება გამოიყენონ დიაბეტიანებმა, ასევე მათ, ვისაც მეფუტკრეობის პროდუქტზე ალერგია აქვთ.


ტემპერატურული რეჟიმი: თაფლის გაცხელება დასაშვებია 40 გრადუსამდე, ვინაიდან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ყველა სასარგებლო თვისება იკარგება.

წყარო: http://intermedia.ge